მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენი დღე გაგრძელდება უამინდობა? - ამინდის პროგნოზი

ამინდი

25 თებერვლის საღამოს ნალექის ინტენსივობა და ღამის ყინვების შესუსტებაა მოსალოდნელი მთელ საქართველოში. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. 

გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მინიმალური ტემპერატურა -7, -2 გრადუსი იქნება.

მისივე პროგნოზით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა შესუსტდება.

„არქტიკული ცივი ჰაერის მასები, რომელიც ევროპაზე მოქმედებდა ამ კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდა, წუხელ მოქმედება დაამთავრა, რამაც გამოიწვია აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვა, ჰაერის ტემპერატურის დაკლება.

25 თებერვლის საღამოს ნალექის ინტენსივობა და ღამის ყინვების შესუსტებაა მოსალოდნელია მთელ საქართველოში. მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით -7, - 2 გრადუსი იქნება, დედაქალაქში -3 გრადუსი ყინვა. ასევე შერბილდება ყინვები მთიან და მაღალმთიან რაიონებში ამ საღამოს და 26 თებერვალს დღისით“, - აღნიშნა გვაზავამ.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსის თქმით, 26 თებერვალს დედაქალაქში მოსალოდნელია 7-8 გრადუსი სითბო.

დოდო გვაზავა ამბობს, რომ მთლიანი გამოდარება ჯერ მოსალოდნელი არ არის, რადგან მარტის დასაწყისიდან კვლავ არამდგრადი ამინდები იქნება.

„ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მაქსიმალურ 7-8 გრადუსს მიაღწიოს, იგივე მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოში.

26 თებერვალს დედაქალაქში მოსალოდნელია 7-8 გრადუსი სითბო. 27 თებერვალს მთელ საქართველოში გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ყინვები დარჩება და დღის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 15-16 გრადუსი შესაძლოა დაფიქსირდეს, შესაბამისად მთიან რაიონებში 10-12 გრადუსი, მაღალ მთაში 2-7 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოიმატებს ტემპერატურა, დაახლოებით 12-14 გრადუსი შესაძლებელია იყოს, მათ შორის დედაქალაქშიც 10-12 გრადუსი.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მთლიან გამოდარებას, ჯერ არ არის მოსალოდნელი. მარტის დასაწყისიდან კვლავ არამდგარი ამინდები ამინდებია მოსალოდნელი, ისევ აქტიკული ცივი ჰაერის მასების ზეგავლენის ქვეშ იქნება ქვეყანა. ვნახოთ როგორი სისწრაფითა და დოზით შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე, ამას განაპირობებს კავკასიონის ქედი და შავი ზღვა“, - აცხადებს გვაზავა.