მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის გაიხსნება მოლები, სილამაზის სალონები და სხვა დაწესებულებები? პრემიერის განმარტება

ირანში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება.

"საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესავლელები ქუჩიდან, ეს მაღაზიები მესამე ეტაპზე გაიხსნება, ანუ სავარაუდოდ 25 მაისიდან" - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ასევე პრემიერის თქმით, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა მუშაობას გაანახლებს.

მეოთხე ეტაპზე 8 ივნისიდან, პრემიერის გადაწყვეტილებით გაიხსენება სავაჭრო მოლები, რესტორნების ღია სივრცეები, ასევე ყველა ტიპის საფინანსო მომსახურეობა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

ასევე, მეხუთე ეტაპზე დაახლოებით 22 ივნისიდან, იგეგემება ყველა ტიპის დახურული რესტორნის გახსნა და დახურული ბაზრობების გახსნასც.

ხოლო მეხუთე ეტაპზე, სადღაც ივლისის პირველ ნახევარში  პრემიერის თქმით გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასატმროები და ასევე მეექევსე ეტაპზე იგეგმება საგანმანათლებლო დაწესებულებების და ყველა სხვა საქმიანობის გახსნა.

"ეს ის საქმიანობებია, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან" - განაცხადა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

ცნობისთვის, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ამოქმედდება ზემოთ ნახსენები ყველა დაწესებულება.