მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები და აუზები?

როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები და საცურაო დარბაზები

მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები და აუზები.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.

ფიტნეს ცენტრები და აუზები, შედარებით მომეტებული რისკის საქმიანობაა, თუმცა, ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნის საკითხს შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა.