მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ დავიცვათ თავი ყირიმ-კონგოსგან

მსხვილფეხა პირუტყვი

საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. არის მსხვერპლიც.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს:

გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის და უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ. ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაავადების გამოვლენის კერებში ყოველწლიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3100-ზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს.

რა არის ყირიმ-კონგო?

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.