მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ამინდი იქნება არჩევნების დღეს

ამინდის პროგნოზი 2020 წელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, ხვალ, 31 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევრიდან. სამეგრელოსა და ზემო სვანეთში იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში +22, +24 გრადუსი იქნება. ზუგდიდში, ქუთაისში, ზესტაფონში +25,+27 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კახეთში +23,+25 გრადუსი იქნება, შიდა ქართლში +22,+24 გრადუსი.

ამინდი თბილისში ☀️

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +22,+24 გრადუსი იქნება.

„ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. 1-ელ ნოემბერს დღისით მესტიის ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, სამეგრელო -იმერეთის ტერიტორიაზე კი, გამოიდარებს“, - განაცხადა დოდო გვაზავამ PIA.GE-სთან.