მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან პირველი მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა.

ასევე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში მოთოვს. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.

28 თებერვალს და 1-ელ მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.