მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის ტესტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკას ამ დღეებში დატოვებს.

საავადმყოფოს დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ოთხი საეჭვო პაციენტის ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა დღემდე ინფიცირების 444 ფაქტია დადასტურებული. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.