საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

საქართველოში კომენდანტის საათი გაუქმდა, 23 მაისი 2020 წ.
00:01 23.05
დაკოპირებულია

ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და მასთან ერთად კომენდანტის საათიც დასრულდა. ასევე გაუქმდა ავტომობილში წინა სავარძელზე ჯდომისა და 3 ადამიანზე მეტის მგზავრობის აკრძალვაც. შეღავათი არ ეხებათ ტაქსებს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, მაშინ როცა ინფიცირებულთა რაოდენობა 49-ს შეადგენდა. საწყის ეტაპზე ბიზნესის დახურვასთან ერთად აკრძალული იყო მხოლოდ 10 ადამიანზე მეტის შეკრება. ნელ-ნელა შეზღუდვები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. აიკრძალა ონალინ ვაჭრობა, 25 მარტიდან მსუბუქი ავტომობილის გარდა აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრასპორტის მოძრაობა. 31 მარტიდან გამოცხადდა კომენდანტის საათი. აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 17 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც. ასევე 17 აპრილიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება გახდა სავალდებულო.

მთლიანობაში საგანგებო მდგომარეობა 63 დღე გაგრძელდა, კომენდანტის საათი - 53 დღე. ფიზიკური პირებისთვის ჯარიმების 80%-ზე მეტი სწორედ კომენდანტის საათის დარღვევისთვის იქნა გამოწერილი.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად შეზღუდვების უმრავლესობა ძალაში რჩება. უცნობია როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როდის გაუქმდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. შეზღუდვების დანარჩენი ნაწილის მოხსნა დროში ეტაპობრივადაა გაწერილი.

პარლამენტმა 22 მაისს მეორე მოსმენით საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესტან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის ძალითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პრაქტიკულად იგივე უფლებამოსილება ენიჭება, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს. უფრო მეტიც მას უკვე აღარ დასჭირდება პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა.

საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლი...

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრიმინალი თანამედროვე მ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კაცს კირონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული სოფელ ვეჯინის მვხოვრე...
19:27 09.08
უკრაინაში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 1199 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა...
17:01 09.08
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ო...
16:38 09.08
ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის...
15:59 09.08
მსოფლიოში კორონავირუსისგან 12 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა მსოფლიოში კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა ს...
კოვიდ-19-სგან განკურნებული 12 732 546 ადამიანი - ასეთია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა. მონა...
14:01 09.08
შს მინისტრის მოადგილე: ახალქალაქში პოლიც...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში...
ახალქალაქში მშვიდი სიტუაციაა
ახალქალაქში სიმშვიდე და სტაბილური სიტუაციაა. ამის შესახებ PIA.GE-ს სამცხე ჯავახე...
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახ...
თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზ...