საზოგადოება

საკარანტინე ვადა შემცირდა

კორონავირუსის კარანტინი
15:53 14.08
დაკოპირებულია

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კარანტინში და იზოლაციაში განთავსების დრო შემცირდა. ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, კარანტინე სივრცეში 14 დღის ნაცვლად, 12 დღის განმავლობაში განთავსდებიან.

იზოლაციაში პირი 14 დღის ნაცვლად განთავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში კარანტინს, ნაცვლად 14 დღის.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა დელეგაციის წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო, საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

საქართველოში ბიზნესსაქმიანობის მიზნით ჩამოსული პირი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.


სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა. ახალი...
21 წუთის წინ
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური...
25 წუთის წინ
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ დაავ...
32 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო...
35 წუთის წინ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეზვრიშვილი: სახლის პირობებში შემთხვევების მა...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდ...
36 წუთის წინ
სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის რეგი...
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამი...
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრა...
აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ა...
დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბ...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უ...