საზოგადოება

საქართველო - „კუნძული“ კოვიდ-რუკაზე

ნარიყალას უბანი
18:42 12.07
დაკოპირებულია

ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა - ORF Nachrichten საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის, შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანამ, რომელიც მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებისგან გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო, საქართველომ არა ერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომელთაც საქართველოს მაგალითი ამომწურავად შეისწავლეს.

მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით პირველივე ინფიცირების შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშა ე.წ. სამმა მუშკეტერმა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა ვირუსთან ბრძოლის ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში საუბარია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულება, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაშიც კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს, რიგ შემთხვევებში დიდი ოდენობის ჯარიმები ეკისრებოდათ. ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობაში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც ღვთისმსახურებას პანდემიის აქტიურ ფაზაშიც აგრძელებდა.

სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის ტურიზმის გახსნას გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა სიფრთხილის გამო გადაიწია.

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 1...
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატ...
00:19
ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკ...
23:04 13.08
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. PIA.GE-ს იმერეთის კორეს...
22:42 13.08
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისტორიულ სამშვ...
22:01 13.08
ბელარუსი დაჭრა პროტესტის მე-5 დღე - ვითარება ბელარუსში
ბელარუსში მეხუთე დღეა პროტესტის ტალღა გრძელდება. აქციებზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი...
21:06 13.08
გიორგი ვოლსკი: ხალხის ფულს კონკრეტული ად...
„ხალხმა ზუსტად იცის, რომ სჭირდება დახმარება, რომელიც უნდა მიიღოს იმ ბიუჯეტიდან,...
18:37 13.08
მექსიკა ბავშვებისთვის საზიანო საკვების მ...
მექსიკის შტატ ოახაკში ბავშვებისთვის უსარგებლო საკვების და შაქრიანი სასმელების რე...
ივლისში საწვავის იმპორტი 26.9%-ით გაიზარ...
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შე...