მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრადამ“ 14-სართულიანი კორპუსი ააშენა

გრადამ ბინა ააშენა

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია „გრადამ“ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორპუსის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა. პროექტის ჯამურმა მოცულობამ 1.74 მლნ დოლარი შეადგინა.

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა, კომპლექსი მომხმარებელს კეთილმოწყობილ ეზოსა და საბავშვო მოედანს, ასევე მიწისქვეშა ავდოსადგომს სთავაზობს. კომპლექსი 11 256 კვ.მ-ს შეადგენს. შენობას 400 კვ.მ კომერციული ფართი კომპლექსი 11 256 კვ.მ-ს შეადგენს. შენობას 400 კვ.მ კომერციული ფართი აქვს.

14-სართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. გრადა 6-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. ასევე, კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 80 ადამიანი. ვფიქრობთ, ბანკისა და „გრადას“ თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა, მომხმარებელს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.