მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"საქართველოს ფოსტის"კურიერები ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს მედიკამენტებს და პირბადეებს სახლში მიუტანენ

კორონავირუსისგან დაცვა

დღეიდან საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია "საქართველოს ფოსტის" კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.

მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს ამ დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტით ქვეყნის მომარაგებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას პენსიონერები, რომლებსაც დღეიდან "საქართველოს ფოსტა" ემსახურება და მათთვის მედიკამენტები და პირბადეები მიაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან და არიან მოწყვლადები კორონავირუსის მიმართ.

"ამდენად,  უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმეტად სახლიდან არ გამოვიდნენ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ გარეშე პირებთან. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ, "საქართველოს ფოსტის" კურიერები კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ კუთვნილ მედიკამენტებს სახლში მიუტანენ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კრონავირუსის 61 ფაქტია გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმში 3320 პირი რჩება ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 235 ადამიანი იმყოფება. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა ამ დრომდე ჯამში 8 პაციენტია გამოჯანმრთელებული.