მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად უერთდება. 20:30 საათზე უწყებამ ელექტროენერგია ერთი საათით გამორთო და ამ ფორმით ჩვენი პლანეტის მიმართ თანადგომა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო აქციის მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მისი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.

„დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

⚫ ორბელიანების სასახლის განათება დღეს ერთი საათით გაითიშება

⚫ პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა