მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში აივინფიცირების 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აივ ინფექციის ტესტი

მიმდინარე წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, 6587 – მამაკაცი, 2236 – ქალი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრიდან აცნობეს, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1834 გარდაიცვალა.

16 მაისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5517 (4897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (35 + 9 (აფხაზი ბავშვი) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია

✔️ 35.7% (3153) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია

✔️ 49.6 % (4378) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად

✔️ 12.4% (1091) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან

✔️ 1.3 % (112) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით

✔️ 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია

✔️ 0.5 %, (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი).

✔️ სამეგრელოში 1197

✔️ იმერეთში 1058

✔️აჭარაში 1006

✔️ აფხაზეთში (532)

✔️ კახეთში (443)

✔️ ქვემო ქართლში (499)

✔️ შიდა ქართლში (327)

✔️ გურიაში (187)

✔️ სამცხე-ჯავახეთში (121)

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.

✔️ 2014 წელს - 564

✔️ 2015 წელს - 717

✔️ 2016 წელს - 719

✔️ 2017 წელს - 631

✔️ 2018 წელს - 672

✔️ 2019 – 668

✔️ 2020 წელს – 530.

✔️ 2021 წლის 16 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა.

✔️ 2021 წელს გარდაიცვალა 41 აივ ინფიცირებული

✔️ 2020 წელს - 157

✔️ 2019 წელს - 116

✔️ 2018 წელს - 135

✔️ 2017 წელს - 127

✔️ 2016 წელს - 168

✔️ 2015 წელს - 94

✔️ 2014 წელს - 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი.

✔️ 72 - ვაჟი

✔️ 47 - გოგონა

✔️ 30 გარდაიცვალა

✔️ 3 ქვეყნიდან გავიდა