მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

 დიასპორას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ქვეყნის განვითარების კუთხით

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

„მინდა პატივისცემა დავადასტურო თქვენი იმ დაუღალავი შრომის მიმართ, რომელსაც თქვენ გასწევთ როგორც თქვენი ერისთვის, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან პოზიტიური ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით," - აღნიშნულია დიპლომატის მისალოც წერილში, სადაც ის მოლოდინს გამოთქვამს, რომ წმინდა საყდრის დიპლომატიური წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს საგარეო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობას.