მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ამინდი უარესდება, მოსალოდნელია წვიმა

წვიმიანი ამინდი

საქართველოში ამინდი უარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.