მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება

საგანგებო მდგოამრეობა საქართველოში

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ კი პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოცხადებისთანავე, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. სესიები 22 და 23 აპრილსაა ჩანიშნული.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, "ქართული ოცების" პოლიტიკურ გუნდში საგანგებოს გახანგრძლივებაზე თანხმობა არსებობს.