მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოცხადდება თუ არა აკადემიური წელი საქართველოში

წიგნები და მაღვიძარა

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შემდგომი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დისტანციური განათლება სრულფასოვან საკლასო განათლებას ვერ შეცვლის, მაგრამ ამ მდგომარეობაში სხვა გამოსავალი არ არის.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამყარო იცვლება და მსგავსი ბრძოლები და გამოწვევები ადამიანს აიძულებენ, საერთოდ შეცვალოს ქცევის მოდელები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ განათლებას, მერწმუნეთ, ეს შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს შეეხება ადამიანის ყოფის ყველა სფეროს, რადგან ეს არის გამოწვევა, რომელთან ადაპტაციაც ერთმნიშვნელოვნად მოგვიწევს და დღეს ვერავინ იტყვის, ჩვენ ამ ბრძოლაში ყოფნა მოგვიწევს ერთი თვე, ერთი წელი, თუ ორი წელი, სხვადასხვა შეფასება არსებობს. ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთ რამეს - ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რათა მსგავსი ბრძოლების პირობებში გავაგრძელოთ ყოველდღიური ცხოვრება, ეკონომიკამ განაგრძოს ზრდა, განვაგრძოთ განათლების მიღება, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა განაგრძოს თავისი სრულფასოვანი ფუნქციის შესრულება. მესმის, რომ ეს შეიძლება დღეს გასააზრებლად მძიმე იყოს, მესმის, რომ ამის თქმაც შეიძლება საკმაოდ თამამი იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ღია და ობიექტური შეფასების საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა პრემიერმა.