მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივნისიდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა განვითარდება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.