მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში Wizz Air-ის ბაზა დიდი ალბათობით გაზაფხულზე აღდგება

ვიზერარი ფრენებს აჩერებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საავიაციო კომპანია Wizz Air-ის ბაზა საქართველოში დიდი ალბათობით 2021 წლის გაზაფხულზე აღდგება.

„საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ საქართველოში ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა ეს მყისიერად არ მოხდება და იქნება ეტაპობრივად.

Wizz Air ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში ბაზას აღადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ Wizz Air-ის გადაწყვეტილება დროებითი იყო, გამოწვეული პანდემიით.

საავიაციო კომპანიებს, მათ შორის Wizz Air-ს ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა ბევრ ქვეყანაში მოუწია, თუმცა, ახლა ხედავენ ჩვენი ეკონომიკის პოზიტიური განვითარების ტრაექტორიას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.