მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საკვები დაგვიმთავრდა“ - რას აცხადებენ კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანების მძღოლები

ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო სატვირთო ავტომობილების მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. 

მძღოლების განცხადებით, გადაადგილების პრობლემა მალე თუ არ აღმოიფხვრება, გაუფუჭდებათ მალფუჭებადი პროდუქტი და დიდ ზარალს მიიღებენ.

„უკვე ერთი კვირაა რაც დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზები. პროდუქტებზე მაღაზიაში გავდივართ და იქ ვყიდულობთ. ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. იმედი გვაქვს გზა მალე გაიხსნება“, - აცხადებს ჟურნალისტებთან კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებული სატვირთო აზერბაიჯანელი მძღოლი.

ამავე გზაზე გაჩერებული კიდევ ერთი მძღოლის განცხადებით, მათ დახმარებას არავინ უწევს.

„არავინ არაფერს გვეუბნება. უბრალოდ ვდგავართ და ველოდებით. საკვებით დაგვიმთავრდა და საწვავიც ცოტა დაგვრჩა. წყალიც კი არ ვიცით საიდან უნდა მოვიტანოთ. ღამეს მანქანაში ვათევთ და საკმაოდ ცივა. პროდუქტი რაც გვაქვს, გაფუჭებას დაიწყებს“, - აღნიშნა მძღოლმა.

ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლებს ადგილზე პროდუქტები დაურიგეს.

„ჯერჯერობით, არ არის ის პირობები, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს. ველოდებით როდის გამოიდარებს," - აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება