მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები ნარჩუნდება

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმებასთან ერთად, შეზღუდვები შემსუბუქდება. მაგალითად, მსუბუქ ავტომობილში 3 კაციანი შეზღუდვა მოისხნება.

თუმცა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება - გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველო თუ არის წარმატებული კოვიდის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებულია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დროული, პრევენციული ნაბიჯები გადავდგით. პირველ რიგში კონტროლი საზღვრებზე - ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში, ძალიან ეფექტური იყო საკარანტინე ზონების შექმნა. ქვეყანაში მობილობის შემცირების ნაბიჯები ეფექტური იყო. როცა დღეს საქართველოში დღეში საშუალოდ 2, 5 ან 10 ინფიცირებული გვყავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად არაერთბაშად განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახი არჩინონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.