მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამწუხაროდ, აგრესია და სიძულვილია“ - მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაზე

მეუფე გრიგოლ კაცია

მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ მას ჭყონდიდის ეპარქიაში ბევრი პრობლემა დახვდა და ასეთი დაზიანებული ეპარქია არსად უნახავს. 

სასულიერო პირის თქმით, ვინც ამ ეპარქიაში იყო ვერ მიიღო როგორც მღვდელმთავარი.

„როცა ჩამოვედი დამხვდა, სამწუხაროდ, აქ ისეთი სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო ვერ მიმიღო როგორც მღვდელმთავარი და იმ დღიდან, სამწუხაროდ, ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები, რომლებიც გაიზარდნენ ერთად, მოღვაწეობდნენ, ვინც ერთად აღიკვეცნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. მეუბნებიან აბა გაუშვი ეს ადამიანი, მოხსენი ჯვარი.

სამწუხაროდ, ასეთი დაზიანებული ეპარქია არსად მინახავს, სულიერად, ფსიქიკურად და ფიზიკურად“, - აცხადებს მღვდელმთავარი.

როგორც ცნობილია, სინოდის განჩინების თანახმად, ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტი სტეფანე გაუძღვება.