მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საშობაო მარხვის დაწყებამდე პატრიარქი მრევლს მიმართავს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

საშობაო მარხვის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს. 

„ხვალ, 2020 წლის 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში, 25 დეკემბრის ჩათვლით, დაშვებულია თევზის მიღება (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.

ასევე, ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.