მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში პირველი სემესტრის დასრულებამდე გაგრძელდება

კარანტინი სოხუმის სკოლაში

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში სწავლის პროცესი პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი საქართველოს დიდ ქალაქებში კვლავ სრულად დისტანციურ რეჟიმზე 4 ნოემბრიდან გადავიდა.