მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა (ვიდეო)

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირს შორის

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციაზე სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ცენტრალური საარჩევნო კომნისიის შენობისკენ მსვლელობისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა და ამ დროს ხმოვან სიგნალს იყენებდა, რამაც აქტივისტები გააღიზიანა.

აქციის მონაწილეებსა და და სასულიერო პირს შორის უთანხმოება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„მოღალატეები ხართ“, - ასე მიმართავს სასულეირო პირი აქციის მონაწილეებს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი და ცდილობენ, რომ სასულიერო პირი განარიდონ სიტუაციას.

📌 ცნობისთვის, დღეს გამართულ აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას 3 მთავარი მოთხოვნა წაუყენეს და დრო საღამოს 8 საათამდე მისცეს.

📌 ამჟამად აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ მიემართებიან.