მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საცხობები და საკონდიტროები არ იხურება 

კვების ობიექტი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, შეზღუდვებთან დაკავშირებით, საცხობებსა და საკონდიტროებს არ ეხება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„საცხობები და საკონდიტროები კვების ობიექტია, რომლებიც რეალურად გატანის სერვისზე მუშაობენ - შეიძენთ პროდუქტს და მიდიხართ. ადგილზე არ ხდება მომსახურება. აქედან გამომდინარე, ისინი ამ შეზღუდვებში არ შედიან“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

დასაშვებია:

- პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway

-„დელივერი“

-„დრაივი“

ეს შეზღუდვა 28 ნოემბერს ამოქმედდება და 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 8 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება

🔴 რა შეზღუდვები არ იმოქმედებს ახალი წლის პერიოდში?

🔴 ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩამონათვალი