მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენაკში მდინარეში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

არ გადაკვეთო

სამეგრელოში, ქალაქ სენაკში, მდინარე ტეხურაში 19 წლის კაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კაცს გული გაუჩერდა. ადგილზე მყოფმა პირებმა მისი ამოყვანა მოახერხეს, თუმცა ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.