მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლოა, პურზე ფასი გაიზარდოს

პურის ფასი არ იცვლება

თუ პურის მწარმოებლები ერთ ტომარა ფქვილს 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად არ მიიღებენ, შესაძლოა, პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდოს, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მათი განცხადებით, თუ აქამდე ქვეყანაში მცხობელები ფქვილს 53 ლარად ყიდულობდნენ, ლარის კურსის გაუფასურებამ ფასები შეცვალა.

„დღევანდელ დღეს 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, რომ თავი შევინახოთ და გავიტანოთ ჩვენი წარმოება“, - განაცხადა დოლიძემ.

„როგორ შეიძლება არ გაიზარდოს პურზე ფასი, როდესაც ხორბლის ფასი მაღალია, ფქვილის ფასი მაღალია.

თუ მთავრობა და მოსახლეობა შეთანხმდება, რომ პურზე ფასი ისევ არ გაიზარდოს, პურის მწარმოებლები გაზომავენ იმ პარამეტრებს რამდენად უნდა მივაწოდოთ წისქვილ-კომბინანტებმა ფქვილი პურის მწარმოებლებს“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.