მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე“ - გია გაჩეჩილაძე

უცნობი გია გაჩეჩილაძე

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „პატრიარქზე და ყველაფერ წმინდაზე შეტევა ხორციელდება“.

„ყველა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე, სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას.

ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპის მოედანზე „მარადისობის დღე“ მიმდინარეობს.