საზოგადოება

„შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის“ - დეკანოზ თადეოზს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს

დეკანოზი თადეოზ სარალიძე
1611736298
დაკოპირებულია

დეკანოზ თადეოზ სარალიძეს, შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს. 

დეკანოზმა საკვირაო ქადაგებაზე ქურდული სამყაროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დეკანოზის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყნიდან გაუშვეს.

ამასთან, დეკანოზით თქმით, რადგან ჭიათურას და მაღაროელებს ემსახურება ყოველ თვე 1000 ევრო უნდა გადაუხადონ.

„რადგან ჭიათურის მოქალაქე ვარ და ვემსახურები მაღაროელებსაც, ვემსახურები ამ მოწამლულ ქვეყანას 1000 ევრო თვეში ერთხელ ჯიბეში უნდა ჩამიდოთ, ეს არ დამიმალავს“, - აღნიშნა დეკანოზმა.

გარდა ამისა, 24 იანვრის საკვირაო ქადაგებაზე დეკანოზმა თადეოზმა კოვიდ 19-სა და მცირეწლოვნების სიცოცხლეზე ისაუბრა.

დეკანოზის განცხადებით, „თუ პარაზიტი იქენი, არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!“

დეკანოზ თადეოზის განცხადებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.

როგორც მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

„ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას“- განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

1620807363

თურქეთში ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა დაიწყეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირს თუ ორჯერადად აქვს ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მას კოვიდპასპორტი ეკუთვნის. ინფორმაციას hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

1620806613

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.

1620805646

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მათ აფეთქებებთან და ხანძრის გაჩენასთან აკავშირებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620804503
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ კოვიდ-19-ის
წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნით მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 1103
ფაქტი გამოავლინა

პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1117...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

1620800040
160 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 160 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირვ...

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.