მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვები, რომელიც პირველი მარტიდან მოიხსნება

რესტორნის შიდა სივრცე

პირველი მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ყველა შეზღუდვას, რომლებიც ქვეყანაში ხვალიდან მოიხსნება:

👉 რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში

👉 კონფერენციები და ტრენინგები განახლდება

👉 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ. ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ

👉 სასკოლო წრეები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ

საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

როდიდან განაახლებენ მუშაობას სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით?

უმაღლესი სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 15 მარტიდან გაანახლებენ

კომენდანტის საათი ძალაში რჩება