მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი: ეს არის „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური მაგალითი

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ლოგო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი „მთავარ არხს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

უწყების ცნობით, „მთავარი არხის" მიერ მომზადებული ყალბი სიუჟეტი ემსახურება სასაზღვრო პოლიციის, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი რგოლის, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში დღეს გასულ სიუჟეტს, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადეობის ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოსდა, 2 ივნისს, ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულმა თურქეთის 9 მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელების დახმარებით გადმოკვეთა და, ამის გამო, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა, არის ტყუილი. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეზე თეიმურაზ კუპატაძეზე „მთავარმა არხმა" სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაცია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაავრცელა, ეს არის „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური მაგალითი. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ზემოხსენებული, ყალბი სიუჟეტი ემსახურება სასაზღვრო პოლიციის, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი რგოლის, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია სტრატეგიული კომუნიკაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.