მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა

აფეთქებას გადარჩენილი სავაჭრო ცენტრი

„სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა, რის გამოც სავაჭრო ცენტრში გაზის ძლიერი სუნი იდგა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის 1-ელ ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა.

ადგილზე დროულად მისული „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. მათი თქმით, სავაჭრო ცენტრი აფეთქებას გადაურჩა.

ინფორმაციისთვის, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.