მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სკოლები გახსენით“ - „მზიურის“ პარკში აქცია გაიმართა

აქცია მზიურის პარკში

მზიურის პარკში მოსწავლეთა მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

მშობლებმა ხელისუფლებას მიმართეს და სასწავლო დაწესებულებების გახსნა მოითხოვეს. დედების აქცია პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

„დღეს აქ ვარ როგორც რიგითი მშობელი, რომელიც ძალიან შეწუხებულია იმ ზიანით, რომელიც ბავშვებს მრავალი თვის მანძილზე ადგებათ. ძალიან ბევრ ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, არ აქვთ კომპიუტერი და ისინი საერთოდ განათლების მიღმა რჩებიან.

ამ ფონზე ჩვენ განათლების სამინისტროს მხრიდან კონკრეტულ გეგმას მოვითხოვთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა