მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის კვების ობიექტებს რეკომენდაციებს მიაწვდის

სეს-ის რეკომენდაცია ბაზრებს

დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს ახორციელებენ, ბიზნესოპერატორებს კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს აცნობენ და კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას ეცნობიან.

რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული.

ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა ფუნქიციონირება 1 ივნისს განაახლეს, ხოლო დახურული ტიპის ობიექტები მუშაობას, ახალი კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, 8 ივნისიდან შეძლებენ.