მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები იჭრება

დაავადებული ხეები იჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგაობით ჩანაცვლდება. გამწვანებულ თარგებში 50-მდე ხე და 50-მდე ბუჩქი დაირგვება. აღნიშნულ ტერიტორიებზე, მოვლისა და აღდგენის მიზნით, ხეებზე სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც განხორციელდა.

სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.