მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ამ მკვლელი რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი კობა დავითაშვილი დღეს გარდაიცვალა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი

„კობა დავითაშვილი იყო ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს უმოწყალოდ ცემეს, ნაცემს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასიკვდილოდ გაწირეს,“- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს.

მისი თქმით, სწორედ, 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მას მძიმე დაავადებად ექცა და წლები იტანჯა.

„ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო თქვა და გააკეთა. სტუდიაში თუ სტუდიის გარეთ, თავისუფლად მოსიარულენი და ჯანმრთელნი დასცინოდნენ, ავადმყოფს უწოდებდნენ და მიშას განადიდებდნენ. ასეთებისთვის მისი წასვლით ნამდვილად არაფერი შეიცვალა ... მაგრამ გულისხმიერი, კეთილსინდისიერი, პატრიოტი ადამიანებისთვის კობა დავითაშვილი ქვეყანას დააკლდა“,- აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2 დეკემბერს გარდაიცვალა.