მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის ამოქმედდა

თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის ამოქმედდა

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამოქმედდა თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება არა უმეტეს 80%-ისა ეროვნული ვალუტით და არა უმეტეს 70%-სა უცხოური ვალუტით რესტორნებთან ერთად უკვე სპორტულ ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით.

გაიგეთ მეტი პროგრამის პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ:

✔️სარესტორნო ინდუსტრია - http://gov.ge/s/684e0

✔️სპორტული ობიექტები - http://gov.ge/s/a2bbd

✔️ საბავშვო ბაღები - http://gov.ge/s/0b05b

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 1525