მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი-ფოთის რეისზე გიდი მარიკა ბაკურაძე იქნება

მატარებელი, მგზავრობა

ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე გიდი ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც „გერმანულ სახლში“ მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.

დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.

შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.

იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!“,- აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.