თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ცალმხრივი ფრენები დაიწყო. ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.
„20, 23 და 27 სექტემბერს ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“ თბილისი-სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით 05:20 სთ-ზე შეასრულებს ცალმხრივ ფრენებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან შესაძლებელია როგორც თურქეთის შიდა რეისებით სარგებლობა, ასევე, გაფრენა: პარიზის, ლონდონის, ბრიუსელის, ამსტერდამის, მიუნხენის, ბერლინის, დუსელდორფის, ფრანქფურტის, ვენისა და შტუტგარდის მიმართულებით.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.