მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

ესპანეთის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძა

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა.

"ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!" - ეს არის ქართველი ხალხის გზავნილი ესპანეთისთვის.

საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

ესპანეთში კორონავირუსით, ბოლო მონაცემებით, 4 858 ადამიანია გარდაცვლილია.