თბილისის ანძა ლიბანელი ხალხის მხარდასაჭერად ლიბანის დროშის ფერებში განათდა.
„ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის! - ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი“,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ უმძლავრეს აფეთქებას ათობით ადამიანის გარდაცვალება და შენობების ნგრევა მოჰყვა.