მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს

„ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა მერიის სარეზერვო ფონდიდან იმისთვის, რომ დავეხმაროთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის თქმით, წინასაახალწლოდ ყველა სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი უზრუნველყოფილი იქნება.

„მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კოვიდ-19 ჰქვია. რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა სერიოზული გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და არც საქართველოა გამონაკლისი. როგორც მოგეხსენებათ ხვალიდან არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დიდი ქალაქების წერტილოვანი შეზღუდვა არის გადაწყვეტილი, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

გამოვნახეთ საშუალება და გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები-პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ზუსტად ამ მიდგომებით ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ და ხელი შევუწყვეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მდგომარეობა.

შესაბამისად, ანალოგიურად იქნება ეს პლატფორმა და მომდევნო დღეების განმავლობაში წინასაახალწლოდ უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას კონკრეტულად ამ მოხუცებულთათვის, რომლებიც ყველაზე მეტად შედიან ამ რისკჯგუფებში“, - აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გაძვირდება თუ არა პური? - ლევან დავითაშვილის განმარტება

👉 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან