საზოგადოება

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

წიგნების ონლაინ ფესტივალი
13:50 25.09
დაკოპირებულია

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ ფორმატში გაიხსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 დღე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის Facebook გვერდზე - Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

ფესტივალის გახსნის ონლაინ ღონისძიებას, სხვა პარტნიორებთან და ორგანიზატორებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო ყველას ამ ფესტივალის გახსნა. ძალიან რთულ და უცნაურ დროს გვიწევს ცხოვრება, როდესაც ღონისძიებები უქმდება ან მათი ფორმატი იცვლება. მოხარული ვარ, რომ ორგანიზატორების ძალისხმევით, მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი წელს მაინც ტარდება. ვფიქრობ, რომ ის სულისკვეთება და აქტივობები, რომელიც ახასიათებს ამ ფესტივალს, მაინც შენარჩუნდება. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს თბილისს მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსი ექნება და ვიმედოვნებ, ერთობლივად მრავალ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის წიგნის ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე - www.gpba.ge

ფესტივალის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ, პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებისა და კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ფესტივალის ჩატარება ExpoGeorgia-ს პავილიონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი რისკის შემცველი გახდა, როგორც ფესტივალის მონაწილეებისთვის, ასევე, სტუმრებისთვის.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრ...
22:32 28.10
დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში...
22:22 28.10
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცე...
22:01 28.10
„ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთ...
21:42 28.10
შეხვედრა მეშახტეებთან-მინისტრი

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია მეშახტეების შრო...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებ...
სალომე ზურაბიშვილი: წადით მშვიდ და სამარ...
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის...
„ეს ისტორია სასჯელაღსრულების სამინისტროს...
„კახა კახიშვილის დახმარებით, პატიმარი მამა საკუთარი შვილის სპექტაკლის პრემიერას...