მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ჩამქვრალი სინათლე

გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 30 ნოემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

💡 ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდება შემდეგ უბნებში 👇

➖ მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის III მიკრორაიონის და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

➖ ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, ბეთანიის, კიკეთის, სამადლოს და დიდების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

➖ ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

➖ გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

➖ საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

➖ სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, ზემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, მშვიდობის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

🔺 სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.