მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია (ფოტო)

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

მეხანძრე-მაშველებმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძრო კიბის საშუალებით.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოები მიმდინარეობს.

უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.