მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში საბაგიროს ორი ახალი ხაზი გაიხსნება

საბაგიროს ხაზი

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაში ორი ახალი საბაგირო ხაზი გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ახალი ხაზები სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის მიმართულებებზე აშენდება.

„ახალი ხაზებიდან პირველად სამგორი-ვაზისუბნის პროექტი შესრულდება. მისთვის გამოყოფილი თანხები უკვე 30 მლნ ევროს შეადგენს. ახალი საბაგირო დაახლოებით 40 000 მგზავრს ვაზისუბანთან დააკავშირებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს",- აღნიშნა კახა კალაძემ.

საბაგიროები სამგორისა და სარაჯიშვილის მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდება. მერის განცხადებით, სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ხაზისთვის თემქის ხევის რეაბილიტაცია განხორციელდება.

საბაგიროების პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ, სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე დაფინანსდება.