მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა 1 თვით გადაიდო

კინოთეატრების დარბაზი

თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა 1 თვით გადაიდო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით გადაიდო 1 თვით, შესაბამისად კინოები და თეატრები, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 9 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.