საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და ახალი ტექნოლოგიები შექმნა

ლაბორატორია შეიქმნა
14:26 ხუთ. 16 ივლისი
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში, უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე, ინოვაციური პოლარიმეტრული მეთოდი შემუშავდა. გამოგონება საშუალებას იძლევა, ჩატარდეს სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის სრული ანალიზი და დროის რეალურ მასშტაბში განისაზღვროს პოლარიზაციის მდგომარეობის განაწილება და დისპერსია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოგონება გამოიყენება სხვადასხვა კონსტრუქციასა და დეტალში დაძაბული მდგომარეობის განაწილების დასადგენად, ობიექტიდან არეკლილი სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის განსაზღვრის საფუძველზე.

სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიის ხელმძღვანელის, დოქტორი ბარბარა კილოსანიძის განცხადებით, სწორედ არეკლილი სინათლის პოლარიზაციის ანალიზით კეთდება დასკვნა, აქვს თუ არა კონსტრუქციას დაძაბული მდგომარეობა და რამდენად არსებობს ობიექტის დეფორმაციისა და ნგრევის საშიშროება.

„შემუშავებული მეთოდის საფუძველზე შესაძლებელი იქნება სპეციალური მოწყობილობის შექმნა საველე პირობებში მონიტორინგის ჩასატარებლად მშენებლობისა თუ ენერგეტიკის დარგის ისეთ მნიშვნელოვან კონსტრუქციებზე, როგორიცაა შენობები, ხიდები, გვირაბები, კაშხლები, რეაქტორები და სხვა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, თუ მოხდება ახალი მოწყობილობის წარმოებაში დანერგვა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა კიბერნეტიკის ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ ეს ინოვაცია ეფექტიანია“, - აცხადებს ბარბარა კილოსანიძე.

stu_o_h.jpeg

ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ინოვაციური პოლარიმეტრული მეთოდის საფუძველზე, ლაბორატორიაში, ასევე, შეიქმნა უნივერსალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული გამოსახულების ასტროპოლარიმეტრი, როგორც წერტილოვანი, ასევე განფენილი ასტრონომიული ობიექტების შესასწავლად. ასტროპოლარიმეტრი გამოირჩევა კომპაქტურობით, სწრაფმოქმედებით, მაღალი სიზუსტითა და დაბალი თვითღირებულებით. ამჟამად, ასტროპოლარიმეტრი აპრობაციას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გადის.

სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში შეიქმნა კიდევ ერთი უნიკალური ტექნოლოგია - მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფულადი ნიშნებისა და სხვადასხვა საწარმოო პროდუქციის გაყალბებისგან მაღალი დონის პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დაცვის სისტემა. მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და სხვა სისტემებისგან განსხვავებით, მისი გაყალბება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს უნიკალური სისტემა დამცავი პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ელემენტებისა და ოპტოელექტრონული ამომცნობი მოწყობილობისგან შედგება.

„ლაბორატორიაში შექმნილ მარეგისტრირებელ მასალაზე სხვადასხვა პოლარიზაციის მდგომარეობის მქონე ლაზერის კონებით იწერება პოლარიზაციული ჰოლოგრამა - დამცავი ელემენტი. კონკრეტული პროდუქტისთვის ვიყენებთ პოლარიზაციის მდგომარეობის საიდუმლო კომბინაციას, რომლის შექმნის შესაძლებლობა უსასრულოდ ბევრია - რამდენიმე მილიარდი. ნამდვილობის დასადგენად, ამომცნობ მოწყობილობაში პოლარიზებული სინათლის კონით ვასხივებთ დამცავ ელემენტს და დიფრაქციის შედეგად ფორმირდება ორი დიფრაგირებული კონა. პოლარიზაციის მდგომარეობის კომბინაცია, ნამდვილობის შემთხვავაში, ადეკვატური უნდა იყოს დამცავი ელემენტის ჩამწერი კონების პოლარიზაციის მდგომარეობის კომბინაციისა. ეს კომბინაცია ამომცნობი მოწყობილობის მონაცემთა ბაზაში ინახება“, - განმარტავს ბარბარა კილოსანიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორია 1964 წელს ცნობილმა მეცნიერმა, პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებელმა შერმაზან ყაყიჩაშვილმა დააარსა. მისი კვლევები პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიაში მეცნიერული აღმოჩენად დარეგისტრირდა. ქართველი მეცნიერის ჰოლოგრამების ნაწილი პარიზის ჰოლოგრაფიის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია დაცული. მისი ჰოლოგრამების დიდი კოლექცია, მათ შორის იმპულსური ლაზერის გამოყენებით მის მიერ 40 წლის წინ შექმნილი უნიკალური წრიული ჰოლოგრაფიული ავტოპორტრეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში ინახება.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 23 ნოემბერი 2020

კორონავირუსის ვაქცინა, იძულებით გადაადგი...

[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] კაჭკაჭები და ყვავები ბეწვიდან ტკიპებით იკვ...
22:11 ორშ. 23 ნოემბერი
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფ...
00:07
„გვყავს 27 წლის ქალი, რომელსაც 35-ე კვირას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სასიცოცხლო ჩვენებით. ამ ეტაპზე ს...
23:57 ორშ. 23 ნოემბერი
👉 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში? მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზ...
23:44 ორშ. 23 ნოემბერი
ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რუსი...
23:22 ორშ. 23 ნოემბერი
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ჟურნალისტებთან

ერთმანეთთან ქიშპობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წა...

მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან პანდემიის პირობებში გადარჩნენ. „თუ ერთმ...
21:56 ორშ. 23 ნოემბერი
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დ...
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად ლეგ...
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
24-25 ნოემბერს, რეგიონული კონფერენცია ,,...
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო, როგორც მ...
18:20 ორშ. 23 ნოემბერი
საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთ...
ბოლო 1 კვირაში 100 ათას მოსახლეზე 95.9 ადამიანი ინფიცირდა. რაც ყველაზე დიდი მაჩვ...